მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

news image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა. შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, შუა დერეფნის შემდგომი განვითარება და სხვ

შეხვედრაში მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის დიდი ხნის წარმატებული ისტორია აქვს. ამავე დროს, მისი თქმით, კორპორაცია ქართულ მხარესთან კოორდინაციით განიხილავს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით საქმიანობას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთერთია მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით. მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით საქართველოში არსებული ბანკები განახორციელებენ

მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები - ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. კიდევ  მიმართულება, სადაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა. მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე. „ჩვენ ამ კუთხითაც ვხედავთ კერძო ინვესტიციების დიდ პოტენციალს. კორპორაცია ამ სექტორშიც კერძო ინვესტიციების მხარდამჭერი იქნება," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ GFTN Forum Japan 2026-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

06.03.2026.10:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ მონაწილეობა მიიღო 2026 წლის 24-27 თებერვალს იაპონიაში ქალაქ ტოკიოში გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ორგანიზებით გამართულ GFTN Forum Japan 2026-ის სამიტში, რომელიც აერთიანებდა ფინანსური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლებს და მიზნად ისახავდა ფინანსური ინოვაციების, რეგულატორების მიდგომებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივების განხილვას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორ კრისტინ ენგსტრომთან, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორ სოპნენდუ მოჰანტისთან, სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრ არტაკ მანუკიანთან. შეხვედრებში ნინო ჯელაძესთან ერთად მონაწილეობდა სებ-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გოგუაძე. განიხილეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირების თანამედროვე მიდგომები, ზედამხედველობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, სენდბოქსის მექანიზმების გამოყენება ინოვაციების მხარდაჭერისთვის და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების მართვასა და პოლიტიკის ეფექტიან ფორმირებაზე.

ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფინანსურ მომსახურებებში. თავის მხრივ, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელმა თათია წიკლაურმა სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ მარეგულირებლებთან ერთად იმსჯელეს AI-თან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

სამიტის მიმდინარეობისას ასევე ფართოდ განიხილეს ციფრული აქტივების ბაზრის ევოლუცია და ტოკენიზაციის პერსპექტივები, ინსტიტუციური ფინანსების მიმართულებით. დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სტაბილური ვირტუალური აქტივების რეგულირების საკითხებს, მათ შორის მომხმარებელთა დაცვის, ფინანსური სტაბილურობისა და რეზერვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივის სწრაფი განვითარება საჭიროებს შესაბამის საზედამხედველო ჩარჩოებს, რათა ინოვაცია თანხვედრაში იყოს ბაზრის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან.

GFTN Forum Japan 2026 - მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, სადაც ინოვაცია, ეფექტიანი რეგულირება და ფინანსური სტაბილურობა თანამედროვე ფინანსური სისტემის მთავარი საფუძვლებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა