მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

news image

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.

 

შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.

 

შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

 

განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.

 

ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული  ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

 

დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა

06.12.2025.00:02

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა