JP Morgan-მა ოქროს გრძელვადიანი ფასის პროგნოზი $4,500 - მდე გაზარდა
JP Morgan-მა ოქროს გრძელვადიანი ფასის პროგნოზი უნციაზე $4,500 - მდე გაზარდა, ხოლო 2026 წლის ბოლოსთვის პროგნოზი უცვლელად $6,300-ის დონეზე შეინარჩუნა.
გეოპოლიტიკურმა რისკებმა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ, ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვებმა და ოქროთი უზრუნველყოფილ ბირჟაზე ვაჭრობად ფონდებში კაპიტალის ნაკადებმა გასული წლის განმავლობაში ოქროს ფასი არაერთ რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა.
დაბალი საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, ოქროს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება სპოტ-ვერცხლს, აღნიშნული ოთხშაბათს დაახლოებით $90.70 ივაჭრებოდა უნციაზე, რაც იანვრის ბოლოს დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულთან $121.64-თან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
ამასთან, Bank of America-ს (BofA) ანალიტიკურ ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოქროს ფასის უნციაზე $6,000-მდე ზრდის შესაძლებლობას ხედავენ. ბანკმა ასევე დასძინა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ვერცხლის ფასის დამატებითი ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა წელს შესაძლოა კვლავ გაიზარდოს და უნციაზე $100-ს გადააჭარბოს.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
16.04.2026.13:35
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.