იტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
იტალიის მთავრობამ რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და ის 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ გლოვის დღეები იტალიაში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს ემთხვევა. როგორც იტალიის მთავრობაში განმარტეს, ფაშიზმზე გამარჯვების აღმნიშვნელი ღონისძიებები ჩვეული წესით ჩატარდება.
რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
სხვა სიახლეები
ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $3 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
19.01.2026.23:23
ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $3 მილიარდის ღირებულების თხევადი ბუნებრივი აირის (LNG-ის) შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც იგი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ექვსი წლის განმავლობაში გააორმაგონ ვაჭრობა და 200 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიონ, ასევე ჩამოაყალიბონ სტრატეგიული თავდაცვითი პარტნიორობა.