მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

ჰელსინკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ფინეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „The Finnish House of Nobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა.

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, დარგის ექსპერტები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები  და იმპორტიორები დაესწრნენირაკლი ჩოლობარგიამ მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო.  

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა საზეიმო მიღებას ფინეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლების, ასევე, ღვინის პროფესიონალებისა და ინფლუენსერებისთვის. საზეიმო მიღების დროს, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქართული ფოლკლორისა და პოლიფონიის თანხლებით ჩატარადა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გამართა. შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში გამოიკვეთა ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - დონალდ ტრამპი ტარიფებზე

14.07.2025.17:18

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.

„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა