Google-ის თანამშრომლები, როგორც წესი, დღეში რვა საათზე მეტს მუშაობენ
Google-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰკითხა HR-ს, შეეძლო თუ არა მისი განრიგის ორგანიზება, რათა ნაკლები საათი და მეტი დღე იმუშაოს. თუმცა მას უთხრეს, რომ Google-ის საშუალო თანამშრომელი ჩვეულებრივ სამუშაო დღეს უფრო მეტხანს მუშაობს, რომელიც დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე გრძელდება.
Google-ის სრულ განაკვეთზე მყოფი თანამშრომლების უმეტესობა, სამუშაო დღეებში 8 საათზე მეტ ხანს მუშაობს, - ამის შესახებ People Operations-ის HR განყოფილების წარმომადგენელმა დაწერა. მან დაადასტურა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები უკვე 120%-ით არიან დაკავებულნი.
ამასთან, კომპანიის მემორანდუმში ნათქვამია, რომ კომპანია საშუალებას აძლევს თანამშრომლებს გააკეთონ განრიგი, რომელიც არის სრული განაკვეთის 60% ან 80%.
CNBC-სთვის გამოქვეყნებულ განცხადებაში, Google-ის სპიკერმა კორტნი მენჩინიმ თქვა, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ მოითხოვონ უფრო მოქნილი საათები და ეს მოთხოვნები განიხილება მათი როლებისა და გუნდის მიხედვით.
”როგორც ნებისმიერ კომპანიაში, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ კვირაში 40 საათზე მეტს, რათა დაიცვან ვადები, მხარი დაუჭირონ კოლეგებს ან მიაწოდონ პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს,” - დაადასტურა მენჩინიმ.
კომპანია განიხილავს 60% და 80% სრულ განაკვეთზე განრიგის დამტკიცებას, ასევე სხვა ნახევარ განაკვეთზე ვარიანტებს. თუმცა, Google-ის წარმომადგენლის აზრით, შეკუმშული სამუშაო კვირა არ იძლევა იმდენ მოქნილობას და არ არის ისეთი თავსებადი გუნდის საერთო განრიგთან, როგორც სხვა ვარიანტები.
ზაფხულის განმავლობაში, რამდენიმე გამოცემამ Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გამოჰკითხა, რომელმაც თქვა, რომ მუშაობს დღეში ერთ საათს დილით პროგრამირებაზე და დანარჩენ დროს კი თავის სტარტაპს უთმობს.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:27
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.