Goldman Sachs-ის პროგნოზით, ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს
Goldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს უნციაზე, რაც ცენტრალური ბანკების შესყიდვებსა და აშშის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ცენტრალური ბანკების სტრუქტურულ მოთხოვნაზე და ციკლურ მხარდაჭერაზე, რაც FED-ის პოლიტიკის შერბილებით არის განპირობებული.
„ოქროს ფასი წელს გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დოლარის გაძლიერებით შემცირდა. ოფიციალური სექტორის შესყიდვები და ფისკალური პრობლემები შეიძლება ფასების ზრდის დამატებითი მიზეზი გახდეს, რადგან ცენტრალურმა ბანკებმა, შესაძლოა, თავიანთი რეზერვები აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან დივერსიფიკაციის მიზნით გაზარდონ“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.23:09
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.