გერმანიის აეროპორტებში 13 მარტს 300-მდე რეისი გაუქმდება
გერმანიის ოთხ აეროპორტში დაგეგმილი გაფიცვის შედეგაად 13 მარტს 300-მდე ავიარეისი გაუქმდება. ამის შესახებ პორტალი Focus Online წერს.
აეროპორტებს გაფიცვისკენ Verdi-ს პროფკავშირმა მოუწოდა.
გაფიცვები ბრემენის, ჰამბურგის, ჰანოვერის აეროპორტებში გაიმართება. ყველაზე მეტი 200 ფრენა გერმანიის აეროპორტში გაუქმდა.
პროფკავშირი Verdi გერმანიის მასშტაბით აეროპორტის ასობით მუშაკისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.