მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებული სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულების კუთხით. მისი თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს WTO-ს იმ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას. „თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისადმი ჩვენი მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მუდმივ მონაწილეობას საზღვაო რესურსების მდგრადი და პასუხისმგებლიანი გამოყენების საერთაშორისო ჩართულობაში. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების კოლექტიურ ძალისხმევას ამ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას მისი ეფექტური განხორციელების მიმართულებით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმებით, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, დაბალი იმპორტის ტარიფებითა და მინიმალური არასატარიფო რეგულაციებით, აგრეთვე აგრძელებს სწრაფვას, შექმნას პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებები როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა მსხვილ ბაზრებთან, საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის ბაზარზე წვდომის გაზრდილ შესაძლებლობებს,"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა დღეს არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე და ხელი შეუწყეს მის სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.

აღსანიშნავია, რომ თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება 2022 წლის 17 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე მიიღეს. შეთანხმების მიზანია მეთევზეობის სექტორში აიკრძალოს სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორი, ნგოზი ოკონჯო ივეალა საქართველოში, თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image დავით სონღულაშვილი, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს მაფალდა დუარტეს შეხვდა

10.06.2025.16:44

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ (Green Climate Fund – GCF) აღმასრულებელ დირექტორ მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა

მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

საქართველოს პარტნიორობაკლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომკლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მაფალდა დუარტემ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებში და მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს GCF-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით  კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებებით.

კლიმატის მწვანე ფონდისაღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაეროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა, სადაც დავით სონღულაშვილმა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან გამართა. შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა