მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს სესიაზე

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე.

 

გამოსვლისას, მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ბოლო წლებში ქვეყნის სატრანზიტო, ინფრასტრუქტურული, თუ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 8 პროცენტს ვხარჯავთ ისეთ კაპიტალურ პროექტებზე, როგორიცაა საგზაო და ციფრული დაკავშირებადობა, ქალაქად და სოფლად აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფასაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, EBRD-ის მხარდაჭერით. საქართველოს ეკონომიკამ, კიდევ ერთხელ, დაამტკიცა თავისი გამძლეობაბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ზრდამ 9.5 პროცენტს გადააჭარბა. ქვეყანა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების პორტფელით გამოირჩევა, მათ შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენით, რომელიც განახლებადი ენერგიის გადაცემასა და ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ევროპასა და საქართველოს (შესაბამისად, სამხრეთ კავკასიას) შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობის გაძლიერება, წარმოადგენს გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიულ ხედვას, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროკავშირისათვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე მდგრადი ეკონიმიკური ზრდის ხელშესაწყობად.

 

ლაშა ხუციშვილის გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე:

 

https://www.ebrd.com/home/news-and-events/news/events/ebrd-annual-meeting-and-business-forum/ebrd-annual-meeting-and-business-forum-2025-statements.html?fbclid=IwY2xjawKSrKxleHRuA2FlbQIxMABicmlkETFKMm1pbHBnOWN4MkRiaUFoAR7lkyvlfWXAy1MvTbslresft8g50K44WA17M47s0XNA5qT8I2NY7yghTIYjtg_aem_Z8b6mlFDSiERPpjNJoMP9A

 

file:///C:/Users/ADBuser/Desktop/AM025e-X%20Georgia%20.pdf

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $3 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

19.01.2026.23:23

ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $3 მილიარდის ღირებულების თხევადი ბუნებრივი აირის (LNG-ის) შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

შეთანხმებას ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც იგი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ექვსი წლის განმავლობაში გააორმაგონ ვაჭრობა და 200 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიონ, ასევე ჩამოაყალიბონ სტრატეგიული თავდაცვითი პარტნიორობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა