ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას დიალოგისთვის, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი მიმართულებების შესწავლისთვის.
გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
აღინიშნა, რომ გასული ოთხი წლის მანძილზე საშუალო წლიურმა ზრდამ 9.5%-ს გადააჭარბა და 2025 წელიც ზრდის მაღალი პარამეტრებით დაიწყო. ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.
მან აზიის განვითარების ბანკსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდა ერთობლივად შემუშავდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს ისეთ აუცილებელ რეგიონალურ კავშირს, რომელიც საერთო კეთილდღეობას მოემსახურება.
ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის გუნდსა და იტალიის მთავრობას ADB-ის 58-ე წლიური ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ფინანსთა მინისტრის გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე:
https://www.adb.org/annual-meeting/2025/governors-statements
https://www.adb.org/sites/default/files/annual-meeting/2015/statements/GEO_0.pdf
სხვა სიახლეები
ავიაკომპანია IndiGo 100 თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს Embraer-თან
12.11.2026.19:00
ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo ბრაზილიურ ავიამწარმოებელ Embraer-თან 100 რეგიონული თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, დამატებით დაახლოებით 50 თვითმფრინავის შეძენის შესაძლებლობით. ამის შესახებ საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულმა სამმა წყარომ განაცხადა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს შესაძლოა Embraer-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შეკვეთა გახდეს.
წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შეთანხმების გაფორმება გარანტირებული არ არის. ამასთან, ჯერ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული თვითმფრინავის მოდელი, ხოლო შესასყიდი თვითმფრინავების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს. ორი წყაროს ცნობით, თვითმფრინავების მიწოდება, სავარაუდოდ, ყველაზე ადრე 2030 წლიდან დაიწყება.
მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველი თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია პირველად გავრცელდა.
JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 100 თვითმფრინავის შეკვეთის ღირებულებამ შესაძლოა 5.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს, კატალოგურ ფასებთან შედარებით 35%-იანი ფასდაკლების გათვალისწინებით, რაც მსხვილი შეკვეთების შესახებ მოლაპარაკებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა.