ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.
მისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან გამართა.
მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.
ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
სხვა სიახლეები
ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $3 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
19.01.2026.23:23
ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $3 მილიარდის ღირებულების თხევადი ბუნებრივი აირის (LNG-ის) შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც იგი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ექვსი წლის განმავლობაში გააორმაგონ ვაჭრობა და 200 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიონ, ასევე ჩამოაყალიბონ სტრატეგიული თავდაცვითი პარტნიორობა.