ევროკავშირის სამგზავრო მანქანების ბაზარი თებერვალში 12%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებში 802 763 ახალი ავტომობილი გაიყიდა.
უცხოური მედიის ცნობით, ეს 11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში საფრანგეთში გაყიდვები გაიზარდა 9,4%-ით, იტალიაში - 17,4%, ესპანეთში - 19,2%, გერმანიაში - 2,8%-ით.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.