მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება

news image

ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, რაც თავის მხრიც გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის.

ახალი სისტემა სავარაუდოდ, შემოდგომიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი ექნებათ: ახალი სისტემის დაწყება ერთდროულად, ან დაიწყონ იგი რამდენიმე ფაზაში, ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. 

სისტემა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტრუმენტებით, რათა გააკონტროლონ, ვინ შედის და გადის შენგენის ზონაში. ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა.

რეგულაცია ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ჩინური ავიაკომპანია მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს შეასრულებს

18.09.2025.12:27

ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.

რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში. 

დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა