მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

Singapore FinTech Festival 2025 გლობალური ფინანსური ეკოსისტემისთვის გარდამტეხი პროცესების მიმოხილვასა და მომავლის ფინანსური არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე მსჯელობას დაეთმო.  პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა აკადემიური კვლევები და პოლიტიკის შემქმნელთა ხედვები განიხილეს.

ფესტივალის ფარგლებში სებ-ის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა  ცენტრალური ბანკისა თუ საზედამხედველო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის  ფინანსურ ფედერალურ სამსახურთან - BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან, ომანის ცენტრალურ ბანკთან, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიასთან - BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსთან და სხვა. 

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებთან გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას და ქვეყნის მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ვირტუალური აქტივების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებას სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და პასუხისმგებლიანი  ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა“,  - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ფესტივალის ფარგლებშივე ნინო ჯელაძე მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ფინტექ კომპანია  Ant International-ის უფროს ვიცე პრეზიდენტს ლეიმინგ ჩენს შეხვდა.

Ant International  ტრანსსასაზღვრო და QR კოდებით გადახდებში სპეციალიზდება, მართავს გლობალურ გადახდის პლატფორმებს Alipay+ და ციფრული საფულეების ეკოსისტემას აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის მასშტაბით. 

შეხვედრისას მხარეებმა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებადობისა და QR კოდით გადახდის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება

07.04.2026.17:03

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.

„ოქროს ხანა, ოქროს მოვლენა უნგრეთ-აშშ-ის ისტორიაში. მოხარული ვარ შევხვდე ბუდაპეშტში ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ისტორიული მომენტი. პირველი ამგვარი ვიზიტი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში დღეს ჩავიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა