მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელი აშშ-ში დეველოპერული კომპანიის დაფუძნებას გეგმავს

news image

Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალაბარმა დუბაიში, 10–11 იანვარს გამართულ 1 Billion Followers Summit-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. გამოსვლის ფარგლებში ალაბარმა აშშ-ს ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სიჯანსაღე მსოფლიოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. 

,,ჯანსაღი შეერთებული შტატების გარეშე გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დგება. ჩვენ ყველას გვსურს შეერთებული შტატებისთვის საუკეთესო, რადგან მსოფლიო მასზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ჩინეთზე. ამ წამყვანი ეკონომიკების ჯანსაღი ფუნქციონირება გადამწყვეტია გლობალური ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა. 

სიტყვით გამოსვლისას მოჰამედ ალაბარმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში დეველოპერული კომპანიის დაფუძნებას გეგმავს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image მეხსიერების ჩიპები დეფიციტშია - TBC Capital დარგის გლობალურ გამოწვევებზე

17.02.2026.19:00

მაშინ, როცა ტექნოლოგიური სექტორის აქციები თავისუფალ ვარდნაშია, მეხსიერების ჩიპების მწარმოებლების – Samsung, Sandisk და Micron – ღირებულება ასტრონომიული სიჩქარით იზრდება. როგორც  თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამის მთავარი კატალიზატორი ხელოვნური ინტელექტის ბუმია.

ტექნოლოგიური გიგანტები – Google, Amazon და OpenAl აქტიურად აშენებენ უზარმაზარ მონაცემთა ცენტრებს Al პროგრამებისა და მოდელების სამართავად.

„პროგნოზების თანახმად, მხოლოდ 2026 წელს ამ ინფრასტრუქტურაზე 600 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება. ამ სისტემებს კოლოსალური მოცულობის, სპეციალიზებული და მაღალსიჩქარიანი მეხსიერების პროცესორები ესაჭიროებათ; შედარებისთვის, ერთ Al სერვერს იმდენივე მეხსიერება სჭირდება, რამდენიც ათას ფლაგმანურ სმარტფონს, დიდი მონაცემთა ცენტრები კი ხშირად 100,000-ზე მეტ სერვერს მოიცავს.

უპრეცედენტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩიპების მწარმოებლებმა საწარმოო ხაზები სრულად გადააწყვეს. პრიორიტეტი ახლა Al-სთვის განკუთვნილი სპეციალური მეხსიერებაა, რამაც სტანდარტული ლეპტოპებისა და ტელეფონების კომპონენტებზე მწვავე დეფიციტი შექმნა. მიწოდების სიმცირემ ფასების შოკური ზრდა გამოიწვია — ზოგიერთ შემთხვევაში ღირებულება ერთ თვეში 75%–ით გაიზარდა. ბაზარზე შექმნილ ვითარებას ანალიტიკოსები უკვე „RAM-მაგედონს“ (RAMmageddon) უწოდებენ.

Apple-ისა და Sony-სთვის, რომელთაც სმარტფონებისა და კონსოლების თვითღირებულება ეზრდებათ, ეს მოგების მარჟის შემცირებას ნიშნავს. სამაგიეროდ, ჩიპების მწარმოებლები რეკორდულ მოგებას ნახულობენ. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან მიწოდების გასაზრდელად საჭირო ახალი ქარხნების მშენებლობას წლები სჭირდება. მოცემულ მომენტში ძალაუფლება იმ კომპანიების ხელშია, რომლებიც Al რევოლუციისთვის საჭირო ფუნდამენტურ „სამშენებლო ბლოკებს“ აწარმოებენ“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა