მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ სებ-ის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) ცენტრალური ბანკებისთვის განკუთვნილ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ორგანიზებით ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა.

განიხილეს მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, დისკუსიები შეეხო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შესაძლო ცვლილებებს ბოლო წლების ინფლაციური გარემოს გათვალისწინებით. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის მზარდ როლზე. ასევე, ისაუბრეს გაზრდილი გაურკვევლობის ეკონომიკურ შედეგებზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტეგრირებული პოლიტიკის ჩარჩოსა და მონეტარული პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ჭანტურია.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ცხრა ქვეყნის ცენტრალური ბანკის 21-მა წარმომადგენელმა. პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის (JVI), მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა და ასევე, მოწვეულმა ექსპერტებმა ავსტრიის ეროვნული ბანკიდან (OeNB), საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიდან (BIS), ევროპის ცენტრალური ბანკიდან (ECB), სლოვაკეთის ეროვნული ბანკიდან (NBS) და შვედეთის ცენტრალური ბანკიდან (Riksbank).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო

16.04.2026.13:35

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.

როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა