ეკა ბერიძე | პირველი ღია, ისტორიული დიალოგი წყალმომარაგების თემებზე საქართველოში
პირველი ღია, ისტორიული დიალოგი წყალმომარაგების თემებზე საქართველოში | წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი გლობალური კვალიფიციური ინვესტორის და ოპერატორის აქვალიას და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Georgian Water and Power-ის ინიციატივით გაიმართა
დავით ნარმანია/David Narmania სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია-ის თავმჯდომარე
გიორგი ტყემალაძე | თბილისის ვიცე მერი თბილისის მერია / Tbilisi City Hall
სანტიაგო ლაფუენტე | Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი
ისიდორო მარბანი | aqualia-ს ფინანსური დირექტორი
ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი ეკა ბერიძე | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power კომუნიკაციების დირექტორი
ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი გიგა ნადირაძე | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power ტექნიკური დირექტორი
სხვა სიახლეები
Apple-მა მეორე თაობის AirPods Max წარადგინა
23.03.2026.09:00
კომპანია Apple-მა თავისი პრემიუმ კლასის ყურსასმენების, AirPods Max-ის მეორე თაობა წარადგინა, რომლის ღირებულებაც 549 დოლარია. ეს არის ამ ყურსასმენების პირველი მასშტაბური განახლება 2020 წლის დებიუტის შემდეგ, რომლითაც ტექნოლოგიური გიგანტი პრემიუმ ყურსასმენების ბაზარზე Sony-ს, Bose-სა და Sennheiser-ისთვის უფრო აგრესიული კონკურენციის გაწევას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ახალი მოდელი აღჭურვილია Apple-ის წარმოების H2 ჩიპით, რომელიც AirPods-ის ბოლო თაობის მოწყობილობებში გამოიყენება. კომპანიის განცხადებით, ახალი ყურსასმენების შეკვეთა 25 მარტიდან 30-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვაში მომავალი თვის დასაწყისიდან ჩაეშვება.
AirPods Max 2-ის გაუმჯობესებები მოიცავს უფრო ეფექტურ ხმაურის აქტიურ ჩახშობას, დახვეწილ მიკროფონებსა და ისეთ ახალ ფუნქციებს, როგორიცაა ადაპტური აუდიო, საუბრის ამოცნობა და პირდაპირი თარგმანი. ეს უკანასკნელი, რომელიც პირველად AirPods Pro 3-ში გამოჩნდა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Apple Intelligence-ის პლატფორმის მეშვეობით რეალურ დროში გადათარგმნონ საუბარი სხვადასხვა ენაზე.
გარდა ამისა, პროფესიონალი მომხმარებლებისა და მუსიკოსებისთვის AirPods Max 2-ს დაემატა მაღალი რეზოლუციის Lossless აუდიოს მხარდაჭერა USB-C კაბელით კავშირისას. აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად Encyclopaedia Britannica და Merriam-Webster კომპანია OpenAI-ს უჩივიან მათი მასალების ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოსამზადებლად არამართლზომიერი გამოყენების გამო.