EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) განიხილავს მხარდაჭერის პროგრამებს იმ ქვეყნების ბიზნესსექტორის დასახმარებლად, რომლებიც ირანში მიმდინარე ომის გამო ენერგეტიკულ, სასურსათო და ფინანსურ კრიზისს განიცდიან.
ბანკის პრეზიდენტმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომმა, რომელიც უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე მაღლა აწია, შეაფერხა სასუქების, საკვები პროდუქტებისა და საქონლის მიწოდება ჰორმუზის სტრატეგიული სრუტის გავლით და გამოიწვია საჰაერო მარშრუტების შეცვლა.
EBRD, რომელიც კერძო სექტორის განვითარების პროექტებს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 40-მდე ქვეყანაში ახორციელებს, ამ ნაბიჯით აღნიშნული რეგიონების ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
„აშკარაა, რომ ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგიის დივერსიფიკაციაში ინვესტიციების განხორციელებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ოდილ რენო-ბასომ. მისივე თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიციები ენერგიის დივერსიფიკაციასა და განახლებად რესურსებში, გარე შოკების მიმართ ნაკლებად მოწყვლადნი არიან.
ბანკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ეს მიდგომა მომავალში ერთგვარ ტენდენციად იქცევა. რენო-ბასომ ასევე აღნიშნა, რომ ირანის ომი უკრაინისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის, რადგან ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო ხაზინა შეავსოს და უკრაინის საგადამხდელო ბალანსზე უარყოფითად აისახოს.
შეგახსენებთ, რომ EBRD-მა რუსეთში ინვესტიციები 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით მოსალოდნელ სირთულეებს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების დროული მიწოდება.
სხვა სიახლეები
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
17.03.2026.23:59