დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც თეთრი სახლის ლიდერი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. საუდის არაბეთის შემდეგ, დონალდ ტრამპი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი 15 მაისს დასრულდება. თუმცა როგორც ტრამპმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში სტამბოლშიც ჩავა, სადაც 15 მაისს, შესაძლოა რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები გაიმართოს.
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.