მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

Coca-Cola-ს წმინდა მოგება 11%-ით გაიზარდა - როგორია კომპანიის მეოთხე კვარტლის შედეგები

news image
mbc image

მსოფლიოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა Coca-Cola Co-მ 2024 წლის მეოთხე კვარტალში  წმინდა მოგება 11%-ით გაზარდა, შემოსავალი 6%-ით.

Coca-Cola-ს პრესრელიზის თანახმად, წმინდა მოგებამ ოქტომბერ-დეკემბერში 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 1,97 მილიარდ დოლართან შედარებით. მოგება აქციაზე $0.46-დან $0.51-მდე გაიზარდა.

Coca-Cola-ს კვარტალური შემოსავალი, ერთი წლით ადრე არსებული 10,85 მლრდ დოლარიდან 11,54 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ექსპერტების საშუალო პროგნოზი კი 10,68 მლრდ დოლარი იყო. 

კომპანიის ერთეულის გაყიდვები 2%-ით, ხოლო მისი პროდუქციის საშუალო გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში Coca-Cola-ს შემოსავალი გაიზარდა 16%-ით, ლათინურ ამერიკაში 10%-ით, EMEA-ს რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 6%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 9%-ით.

გაზიანი გამაგრილებელი სასმელების გაყიდვები კვარტალში 2%-ით გაიზარდა, წყალი, სპორტული სასმელები, ყავა და ჩაი ასევე 2%-ით, ხოლო წვენები, რძიანი სასმელები და მცენარეული სასმელები 1%-ით შემცირდა.

Coca-Cola-ს წმინდა მოგება 2024 სრული წლისთვის შემცირდა 1%-ით და 10,63 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 2,46 აშშ დოლარი აქციაზე. კომპანიის წლიური შემოსავალი გაიზარდა 3%-ით 47,06 მლრდ დოლარამდე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

18.08.2026.15:22

თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა