ჩინეთში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა
ჩინეთში, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური „ფენნინ“-ი სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შევიდა. უდიდესი ელექტროსადგური ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ჩენგდეში, ჰებეის პროვინციაში მდებარეობს. ამის შესახებ ჩინური მედია Xinhua იტყობინება.
ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროსადგური, აღნიშნავს ოპერატორი China National State Grid. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 3,6 მილიონი კვტ-ია და იგი გათვლილია წელიწადში 6,61 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე. ენერგობლოკების პირველი ნაწილი ექსპლუატაციაშია 2021 წლიდან, რომელმაც დაახლოებით 8,62 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ელექტროსადგური დაზოგავს 480,800 ტონა ქვანახშირის ეკვივალენტურ საწვავს და ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას წელიწადში 1.2 მილიონი ტონით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მიზნებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.23:09
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.