ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ მცურავ მზის ელექტროსადგურს აშენებს
ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი ოფშორული ფოტოელექტრული ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. .
ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მზის ელექტროსადგური განთავსდება გუანგლის პორტის წყლებში, შანდონგის აღმოსავლეთ პროვინციაში. სადგურის დიზაინი გულისხმობს მზის პანელების განთავსებას საძირკველზე. მისი სიმძლავრე იქნება 1 გეგა ვატი.
ამ პროექტის დასრულების თარიღი არ გამოცხადებულა. ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სადგური წელიწადში 1,78 მილიარდ კილოვატ/საათამდე ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. რაც ქვანახშირის მოხმარებას 594,5 ათასი ტონით შეამცირებს.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:27
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.