მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ბიტკოინის ფასმა $100 000-იანი ზღვარი მეორედ გადალახა

news image

Bitcoin-ის კურსი $100 ათასის ნიშნულზე დაბრუნდა. 11 - 12 დეკემბრის ღამეს, პირველი კრიპტოვალუტის ფასმა  $101,9 ათასს ორჯერ მიაღწია. ახლა კი ბირჟებზე $100,6 ათასად ივაჭრება. 

24 საათში Bitcoin-ის ღირებულება 3,4%-ით გაიზარდა და ბაზრის წილი 56,09%-ია. პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა აშშ-ი ნოემბრის თვის ინფლაციის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 2,7% შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს დაემთხვა. 

წამყვანმა ალკოინებმა უფრო დიდი ზრდა აჩვენეს, ვიდრე ბიტკოინმა. Ethereum (ETH) 24 საათში 7,2%-ით გაძვირდა. ალტკოინის ფასი 3,91 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

Ethereum-ის ფასის ზრდა მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ World Liberty Financial (WLF), კრიპტოპროექტის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ვაჟები, 11 დეკემბერს 5 მილიონი დოლარის ღირებულების ETH შესყიდვა მოხდა.

The Block-ის თანახმად, WLF პლატფორმა ფლობს დაახლოებით 73 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტებს, რომელთაგან 50 მილიონი Ethereum-შია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტოპ 10 უმსხვილესი კრიპტოვალუტიდან კაპიტალიზაციის მიხედვით, ყველაზე მეტად კარდანოს მონეტა (ADA) გაძვირდა - 15,3%-ით. სოლანას (SOL) ალტკოინებს შორის ყველაზე მცირე ზრდა ჰქონდა, თუმცა ბიტკოინს გაუსწრო, რადგან ფასი 5.4%-ით გაიზარდა.

ტოპ ასი წამყვანი კრიპტოვალუტიდან ყველაზე მეტად სუის (SUI) ფასი გაიზარდა - 31,5%-ით. არც ერთი მონეტა არ შემცირებულა ფასში, ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა მანტრაზე (OM) - 1,5%.

Bitwise-ის პროგნოზებით, 2025 წელს ბიტკოინის კურსი 200 ათას დოლარს გადააჭარბებს, ეთერიუმი 7 ათას დოლარს, სოლანა კი 750 დოლარს მიაღწევს. ანალიტიკოსები ასევე თვლიან, რომ 2029 წლისთვის ბიტკოინი გადალახავს 18 ტრილიონი დოლარის ოქროს ბაზარის მოცულობას და 1 მილიონ დოლარზე მეტი იქნება ვაჭრობა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს

08.05.2025.23:09

კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.

დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა