მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

Bitcoin-ის ფასი ისევ ეცემა

news image

უმსხვილესი კრიპტოვალუტა, Bitcoin-ი  პარასკევს 8%-ით გაუფასურდა და მისი ღირებულება კვლავ 20 000 დოლარზე ნაკლებს შეადგენს. 

ამის შესახებ კრიპტოვალუტის ბირჟის Coindesk-ის მონაცემებშია ნათქვამი.

პარასკევს, დილის 11:10 საათზე, კოტირებები 19,9 ათას დოლარზე შეჩერდა და Bitcoin-მა დღეში 8% დაკარგა.  დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 19,79 ათას დოლარამდე შემცირდა.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა 69 ათას დოლარზე მეტს მიაღწია, კრიპტოვალუტა იმავე წლის ბოლოს დაეცა და ვარდნა 2022 წლის განმავლობაში განაგრძო და 2023 წლის დასაწყისში დაახლოებით 16,6 ათასი დოლარის ნიშნულამდე დაეცა.

თებერვლის შუა რიცხვებში Bitcoin-ის ფასი 50%-ით გაზარდა და ერთ მომენტში $25,000-ს მიაღწია. ახლა, კრიპტოვალუტა იანვრის შუა რიცხვებიდან $20,000-ზე ქვემოთ პირველად დაეცა.

ექსპერტების შეფასებით, Bitcoin-ის ვარდნა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის გზავნილებს უკავშირდება მონეტარული პოლიტიკის სავარაუდო შემდგომ გამკაცრებასთან დაკავშირებით - Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა ამ კვირის დასაწყისში კონგრესს განუცხადა, რომ Fed-მა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ინფლაცია  2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს.

ამასთან, Bitcoin-ის გაუფასურებაზე იმოქმედა იმანაც, რომ  კრიპტოკრედიტის გამსესხებელმა Silvergate Bank-მა გასულ კვირას კრახი განიცადა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ჩინური ავიაკომპანია მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს შეასრულებს

18.09.2025.12:27

ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.

რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში. 

დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა