Bitcoin-ი კიდევ 10%-ით გაძვირდა
ბიტკოინი (BTC) სავაჭრო სესიაზე კიდევ 10%-ზე მეტით გაძვირდა და 27,472 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. რასაც Coindesk-ის პლატფორმის მონაცემები ადასტურებს.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა 69 ათას დოლარზე მეტს მიაღწია, კრიპტოვალუტა იმავე წლის ბოლოს დაეცა და ვარდნა 2022 წლის განმავლობაში განაგრძო და 2023 წლის დასაწყისში დაახლოებით 16,6 ათასი დოლარის ნიშნულამდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ღირებულებამ 2022 წლის 12 ივნისის შემდეგ პირველად გადააჭარბა 27 000 დოლარს.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
04.03.2026.16:30
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.