ბენ-გურიონის აეროპორტი სრულ ოპერირებას უბრუნდე
ისრაელის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი „ბენ-გურიონი“ სრულ ოპერირებას უბრუნდება მას შემდეგ, რაც ზურგის სარდლობამ ქვეყნის მასშტაბით ყველა შეზღუდვა მოხსნა. ამის შესახებ ისრაელის აეროპორტების სამმართველო იუწყება.
„მოიხსნა შეზღუდვები შემომავალი და გამავალი ფრენების რაოდენობაზე, ასევე თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე“, - აცხადებენ სამმართველოში და დასძენენ, რომ მოიხსნა მგზავრებისა და მათი თანმხლები პირების აეროპორტებში შესვლის შეზღუდვებიც.
სხვა სიახლეები
ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება
07.04.2026.17:03
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.
„ოქროს ხანა, ოქროს მოვლენა უნგრეთ-აშშ-ის ისტორიაში. მოხარული ვარ შევხვდე ბუდაპეშტში ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ისტორიული მომენტი. პირველი ამგვარი ვიზიტი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში დღეს ჩავიდა.