მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ბაქოს აეროპორტი 9 თვეში 4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა

news image

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი სამგზავრო ტრაფიკი 25%-ით გაიზარდა და აეროპორტი 4 მილიონ 325 ათას ადამიანზე მეტს მოემსახურა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

უცხოური ავიაკომპანიების წილი მგზავრების გადაყვანის სეგმენტში 58,6%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ამ ავიაკომპანიებმა 2 მილიონ 214 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39%-იან ზრდას ნიშნავს.

მგზავრების 41,4% აზერბაიჯანის ავიახაზებმა (AZAL) გადაიყვანა. ამ პერიოდში AZAL-ი საერთაშორისო რეისებზე 1,5 მილიონზე მეტი მგზავრს და ნახჩევანის მიმართულებით ფრენებისას 549 ათას მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანიებმა მგზავრების უმეტესობა ბაქოს აეროპორტიდან სტამბულში და უკან გადაიყვანეს. ამ პერიოდში ეს მაჩვენებელი 746 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით შემდეგი ქალაქები ლიდერობს: ნახიჩევანი, მოსკოვი, დუბაი და თბილისი.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული რეისებს 70 მიმართულებით 37 ავიაკომპანია ასრულებდა, მათგან 18 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ცნობილია, ასევე  ავიაკომპანიები, რომლებმაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს - Turkish Airlines, AnadoluJet, UTair, Aeroflot და FlyDubai.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა

06.12.2025.00:02

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა