აშშ ვენეციის კომისიას ტოვებს
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აპირებს.
აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, აშშ გეგმავს უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დატოვებასაც.
პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
„აღნიშნული გასვლა ამერიკელებისთვის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიცემულ პირობას შეესაბამება: ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტური ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია პირველ ადგილზე ყოველთვის დააყენებს ამერიკას და ამერიკელებს“, - დაწერა რუბიომ.
დღის ტოპ 10 სიახლე
Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
სხვა სიახლეები
თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება - ტრამპი ირანელ ხალხს
28.02.2026.15:10
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი თავისუფლების ჟამი ახლოვდება.
„ირანის დიდებულ და ამაყ ხალხს დღეს საღამოს ვეტყვი, რომ თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება. დარჩით თავშესაფარში. სახლები არ დატოვოთ. გარეთ ძალიან საშიშია. ბომბები ყველგან დაეცემა. როცა ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ ხელში მმართველობა. ის თქვენი იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი შანსი“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მრავალი წლის განმავლობაში ირანელი ხალხი ამერიკის დახმარებას ითხოვდა, მაგრამ არავინ ეხმარებოდა მათ.
„მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ითხოვდით ამერიკის დახმარებას, მაგრამ არასდროს გქონიათ ის. მაშ, ვნახოთ, როგორ უპასუხებთ ამას. ამერიკა დიდი ძალითა და სიძლიერით გიჭერთ მხარს. ახლა დროა აიღოთ ხელში საკუთარი ბედი და აღმოაჩინოთ აყვავებული და დიდებული მომავალი, რომელიც ძალიან ახლოსაა. მოქმედების დროა. არ გაუშვათ ხელიდან“, - თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.