მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

აშშ - ში ვიზიტისას, მოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის - ლევან დავითაშვილი

news image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრა აშშ - ში პირველი ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძეფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განვითარების ორგანიზაციაა. მისი თქმით, ურთიერთობის არსებულ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს თანამშრომლობა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელთაც  დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის. „ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემას დააკავშირებს, აგრეთვე ინტერნეტიზაციის პროგრამაზე საქართველოს მასშტაბით, რომელთაც გააჩნიათ ქვეყნის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით ტრანსფორმაციული ეფექტი გააჩნია. ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და ზოგადად პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რომელიც საქართველოს ზოგადად კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და  მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ დიდ როლს, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით

ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, პოსტ პანდემიური პერიოდიდან ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.   

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეკატერინე მიქაბაძემ IOSCO-ს წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21.05.2025.16:32

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) რიგით 50-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძე IOSCO-ს ევროპის რეგიონულ (ERC)  და მზარდი და განვითარებადი ბაზრების (GEMC) კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. აგრეთვე შეხვედრები შედგა მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MMoU) მონიტორინგის ჯგუფის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ქსელისა და მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის ფორმატში, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკია წარმოდგენილი.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს IOSCO-ს მიერ შემუშავებული საცალო ინვესტორების ონლაინ უსაფრთხოების გზამკვლევი. ასევე გააანალიზეს ახალი რისკები და ისაუბრეს ბაზრის განვითარების ტენდენციებზე, მათ შორის, საჯარო და კერძო კაპიტალის ბაზრებზე, ფინტექ მიმართულებაზე, აგრეთვე ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს კომიტეტის სესიები საშუალებას აძლევს იურისდიქციებს გაუზიარონ გამოცდილება, განსაზღვრონ საუკეთესო პრაქტიკები და თანამშრომლობის შესაძლო სფეროები.

IOSCO-ს წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს სრული წევრი 2021 წელს გახდა. ამჟამად IOSCO-ს სრული წევრის სტატუსით მსოფლიოს მასშტაბით 133 საზედამხედველო ორგანო სარგებლობს. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზნები ინვესტორთა დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სისტემური რისკების შემცირების გზით ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს ფარგლებში ეროვნული ბანკი გაწევრიანებულია ევროპის რეგიონულ კომიტეტსა (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტში (GEMC), ხოლო 2021 წელს ეროვნული ბანკი ინფორმაციის გაცვლის შესახებ IOSCO-ს მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც შეუერთდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა