მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია

news image

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს. ევროკომისიის და აშშ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ, სადაც ტრამპი 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება. 

შეთანხმების თანახმად, ამერიკული ტარიფი ევროპულ საქონელზე 15%-ს შეადგენს და არა 30%-ს, როგორც ეს ტრამპს მანამდე ჰქონდა გაცხადებული. თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის. ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს პარალელურად კი დამატებით, ევროპა ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.

„შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს ყველასთვის კარგი შეთანხმებაა“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ. ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა შეთანხმება ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც სტაბილურობას მოუტანს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ქვეყნისთვის ტარიფების ზრდის შესახებ აპრილის დასაწყისში განაცხადა. მან პარტნიორებს აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის და ახალი სავაჭრო შეთანხმებების ხელმოსაწერად 3 თვე მისცა, თუმცა შემდეგ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა

06.12.2025.00:02

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა