აშშ-მა ისრაელში საელჩო დროებით დახურა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელში დროებით საელჩო დახურა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
მარკო რუბიოს უწყების ცნობით, იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისამდე არ იფუნქციონირებს. დროებით დაიხურება ამერიკის საკონსულოც თელ-ავივში.
„უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციისა და ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ განკარგულება გასცა, რომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:18
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.