მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

აშშ-მა და არაბთა გაერთიანებულმა საამირომ სავიაციო სფეროში 14,5 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

news image

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაერთიანებულ არაბთა საამიროებში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის 14,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ხელშეკრულება ითვალისწინებს ავიაკომპანია Etihad Airways-თვის Boeing-ის ტიპის თვითმფრინავების და კომპანია GE Aerospace-გან საავიაციო ნაწილების შეძენას.

Etihad Airways-მა უკვე დაადასტურა, რომ მან კომპანია Boeing-ს 28 დიდი ზომის თვითმფრინავი შეუკვეთა. ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი თვითმფრინავები არსებულ საჰაერო ფლოტს 2028 წელს შეუერთდება.

მანამდე თეთრი სახლი წერდა, რომ Etihad Airways-ს Boeing 787 და Boeing 777X ტიპის თვითმფრინავების ყიდვა სურს. გარიგების შესახებ კომპანია Boeing-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საერთო ჯამში, როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, აშშ-სა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებს შორის 200 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital

18.02.2026.15:00

უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც  თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.

„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა