აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ტარიფები აღადგინა
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების მოქმედება აღადგინა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მომჩივნებმა საკუთარი პოზიცია სასამართლოს 5 ივნისამდე უნდა გააცნონ, ხოლო მოპასუხე მხარემ - 9 ივნისამდე. ამის შემდეგ სასამართლო ტარიფების შეჩერებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ ტრამპის მიერ აპრილში შემოღებული ტარიფების მოქმედება დაბლოკა და თეთრი სახლის ლიდერი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.
სხვა სიახლეები
სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი - ფაშინიანი
19.03.2026.15:43
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
„შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთის მთავრობა დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილნი“, - განუცხადა ფაშინიანმა სომეხ ჟურნალისტებს.