აშშ და ჩინეთი პარიზში სავაჭრო ურთიერთობების მართვის ახალ მექანიზმებს განიხილავენ
აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკური ლიდერების მიერ კვირას პარიზში „შესანიშნავად სტაბილური“ მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც შეეხო შეთანხმების პოტენციურ სფეროებს სოფლის მეურნეობაში, კრიტიკულ მინერალებსა და მართულ ვაჭრობაში, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პეკინში განსახილველად უნდა მიეღოთ, განაცხადა მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ.
Reuters-ის წყაროების თანახმად, აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის, ხე ლიფენის ხელმძღვანელობით პარიზში გამართულმა „გულწრფელმა და კონსტრუქციულმა“ მოლაპარაკებებმა საფუძველი ჩაუყარა შესაძლო „შედეგებს“ ტრამპის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტისთვის, სადაც ის მარტის ბოლოს სი ძინპინს შეხვდება.
თუმცა, მათ დასძინეს, რომ შეთავაზებულ წინადადებებზე საბოლოო სიტყვა ლიდერებს ეკუთვნით.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ჩინურმა მხარემ მზაობა გამოთქვა ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ფრინველის ხორცის, საქონლის ხორცის და სხვა მარცვლეული კულტურების (გარდა სოიოსი) დამატებით შესყიდვებზე. მანვე დაამატა, რომ ჩინეთი კვლავაც ერთგული რჩება პირობისა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 25 მილიონ მეტრულ ტონა ამერიკულ სოიოს შეიძენს.
ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართული მოლაპარაკებები ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვეს. აღნიშნული დისკუსიები მოჰყვა გასულ წელს გამართულ რამდენიმე შეხვედრას, რომლებიც დაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ბესენტს, ხეს, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ჯეიმისონ გრირსა და ჩინეთის მთავარ სავაჭრო მომლაპარაკებელს, ლი ჩენგანს შორის.
სხვა სიახლეები
Walmart-მა გახსნა მესამე რძის გადამამუშავებელი საწარმო აშშ-ში - ინვესყიცია $350 მილიონია
30.04.2026.15:30
Walmart-მა შეერთებულ შტატებში გახსნა მესამე რძის გადამამუშავებელი საწარმო, 350 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით, რითაც აგრძელებს ათწლეულზე მეტ ხანს მიმდინარე მცდელობას გააძლიეროს მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი.
ტეხასის შტატის ქალაქ რობინსონში მდებარე ეს საწარმო დაამუშავებს და ჩამოასხამს სხვადასხვა ზომისა და ტიპის რძეს კომპანიის ბრენდებისთვის Great Value-ისა და Member's Mark-ისთვის.
Walmart-ის განცხადებით, ეს ობიექტი შექმნის 400-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
კომპანიამ რძის გადამუშავების მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა 2016 წლის დასაწყისში გამოაცხადა, იმ პერიოდში, როდესაც სამუშაო ძალასა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით განხორციელებული მაღალი ინვესტიციები მის მარჟებზე ზეწოლას ახდენდა.