ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - დონალდ ტრამპი ტარიფებზე
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება
07.04.2026.17:03
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.
„ოქროს ხანა, ოქროს მოვლენა უნგრეთ-აშშ-ის ისტორიაში. მოხარული ვარ შევხვდე ბუდაპეშტში ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ისტორიული მომენტი. პირველი ამგვარი ვიზიტი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში დღეს ჩავიდა.