ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს - მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მარკო რუბიოს მისალოცი წერილი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს.
ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს.
ამ დღეს აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, - წერს რუბიო.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:18
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.