ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.
სხვა სიახლეები
FED-მა 2027 წლის მონეტარული პოლიტიკის სხდომების ახალი განრიგი განსაზღვრა - დეტალები
16.11.2026.15:00
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) 2027 წლის მონეტარული პოლიტიკის სხდომების განახლებული განრიგი გამოაქვეყნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, კევინ უორშის, გასულ თვეში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები საპროცენტო განაკვეთების საკითხს მხოლოდ შვიდჯერ განიხილავენ და კენჭს უყრიან, ნაცვლად ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული რვა სხდომისა.
მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები კვლავ რვაჯერ შეიკრიბებიან, თუმცა Fed-ის განცხადების თანახმად, 2027 წლის 26-27 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომა მონეტარული პოლიტიკის ფართო სტრატეგიული საკითხების განხილვას დაეთმობა.
ამასთან, წლის ბოლო დაგეგმილი სხდომა თავდაპირველად განსაზღვრული 7-8 დეკემბრის ნაცვლად, 16-17 ნოემბერს გაიმართება და მასზე საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამის შემდეგ ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები 2028 წლის 25-26 იანვრამდე აღარ შეიკრიბებიან, რაც სხდომებს შორის სრულ ორთვიან შუალედს გულისხმობს და შეესაბამება უორშის მიერ გასულ თვეში გაკეთებულ განცხადებას.