მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ოქროს ფასს ზრდის - TBC Capital

news image

უკანასკნელმა ესკალაციამ შესაძლოა ოქროს სპოტ ფასი ახალ რეკორდამდე მიიყვანოს, რადგან ინვესტორების დაინტერესება უსაფრთხო აქტივებით სულ უფრო იზრდება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. 

ირკვევა, რომ ოქროს ფასი პარასკევს 1.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა აქციების და ვალუტების უმეტესობამ ვარდნა განიცადა — ეს კლასიკური რეაქციაა რისკის თავიდან ასაცილებლად. ზრდის პოტენციალი კვლავაც რჩება, რადგან GLD ETF-ზე ერთთვიანი "call" ოფციონის გადახრა აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. სპოტი კი პარასკევს დახურვისას, $3,500.10-იან რეკორდულ ნიშნულს მხოლოდ $70-ით ჩამორჩებოდა.

ტრადიციული უსაფრთხო აქტივების შესუსტების ფონზე, ოქრო განსაკუთრებულად იკვეთება. სახაზინო ობლიგაციებზე ზეწოლა მოსალოდნელია ენერგორესურსების ფასის ზრდით გამოწვეული ინფლაციის პროგნოზის გამო, რაც ოქროს ტოვებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლიკვიდურ და ნეიტრალურ თავშესაფარს კაპიტალისთვის.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - დონალდ ტრამპი ტარიფებზე

14.07.2025.17:18

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.

„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა