ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ლეა გუტიერესი დაინიშნა
მანილა, ფილიპინები (28 ივლისი, 2025) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად ლეა გუტიერესი დანიშნა.
გენერალური დირექტორის პოზიციაზე გუტიერესი გაუძღვება ADB-ის სტრატეგიულ დღის წესრიგს ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონში. ის უხელმძღვანელებს ADB-ის მუშაობას 11 ქვეყანაში: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ახალი გენერალური დირექტორი მუშაობს დღეს იწყებს.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება. განვაგრძობ მუშაობას განვითარებად წევრ ქვეყნებთან და დაინტერესებულ მხარეებთან რეგიონში მრავალმხრივი ზრდის, რეგიონული თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად," განაცხადა ლეა გუტიერესმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
16.04.2026.13:35
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.