ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭომ ბანკის მე-11 პრეზიდენტად მასატო კანდა ერთხმად აირჩია
59 წლის კანდა ამჟამად იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის სპეციალური მრჩეველია. ის თანამდებობას 2025 წლის 24 თებერვალს დაიკავებს მას შემდეგ მასაცუგუ ასაკავას, 2025 წლის 23 თებერვალს ამ პოსტს დატოვებს.
„ბატონი კანდას დიდი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსებში და დადასტურებული ლიდერობა მრავალმხრივ გარემოში კარგად მოემსახურება ADB-ს რთული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გადალახვაში და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში“, - თქვა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ და იტალიის ბანკის გუბერნატორმა ფაბიო პანეტამ.
„ADB-ის მმართველთა საბჭო მოუთმენლად ელის ბატონ კანდასთან მუშაობას“.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.23:09
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.