აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გაურკვევლობის ფონზე ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან იწყებს
ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან იწყებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.
„დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან. საუბრის დროს შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე. ეს არის ევროკავშირსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან კავშირების გამყარების კატალიზატორი შეიძლება გახდეს“, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკომისარი მაროშ შეფჩოვიჩი მალე გაერთიანებულ არაბთა საამიროებს ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს.
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.