ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა ერთის მე-20 ტურში გოლი გაიტანა
საფრანგეთის ლიგა ერთის მე-20 ტურში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ლილს“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მე-6 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა და ანგარიში გახსნა. ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.