მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი - ვილი სანიოლი

news image

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. 

მატჩის ერთადერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):„საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის და ინტენსივობის გარეშე ვითამაშეთ. უკრაინა უფრო აგრესიული იყო და დამსახურებულად დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე. 

ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ზოგჯერ, ამისთვის სირთულეების გადალახვაა საჭირო და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ასეთი იყო. თამაშის ორი მესამედი ბურთს ვფლობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და ცუდი სტარტის შემდეგ პოზიტიური რეაქცია გამოვავლინეთ. თუმცა, ჩეხეთთან შეხვედრაშიც საწყისი 15 წუთი იყო ცუდი და ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ. დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. გვსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გავხდეთ და გავუმჯობესდეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდის წარმატება საოცარმა გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა, რაც დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში დაგვაკლდა".

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია". 

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ".  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image 26 ივლისს, "კიკეთის ფერმაში", ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოადგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს

26.07.2025.10:00

26 ივლისს, კიკეთის ფერმაში, ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოგიდგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს.
 
მონაწილეები:
 
• საგულეთი – ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი;
• მარგალიტი ქოლექშენი – ინოვაციური მიდგომები შვეიცარიული აგრარული სკოლიდან;
• ფონა – სერტიფიცირებული ბიოწარმოება;
• ლაგაზი ბეიქერი – უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებით დამზადებული პურები;
• ტანინი – ნატურალური მეღვინეობა;
• კიკეთის ფერმა – მცირე წარმოების ნატურალური და ხელნაკეთი პროდუქტები. 
 
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ფერმერთათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
 
გელოდებით კიკეთში ბუნებრივი პროდუქტების დასაგემოვნებლად.
 
კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
 
ფერმაში სტუმრობა და დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა:

ზრდასრული - 20 ლარი;
 
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა