Uber-თან (UBER) თანამშრომლობით, Lucid-ი (LCID) 2026 წლიდან 20,000 რობოტაქსს გამოუშვებს
Lucid-ი (LCID) Uber-თან პარტნიორობის ფარგლებში, ავტონომიური ტექნოლოგიების კომპანია Nuro-სთან თანამშრომლობით, 2026 წლიდან 20,000 რობოტაქსის გამოშვებას გეგმავს.
ეს Lucid-ის (LCID) SUV ავტომობილი იქნება, რომელიც Nuro-ს მეოთხე დონის თვითმართვადი სისტემით აღიჭურვება და მხოლოდ Uber-ის (UBER) აპლიკაციის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი.
თავის მხრივ, Uber-ი (UBER) Lucid -ში (LCID) $300 მილიონს აბანდებს და დამატებით თანხას დებს Nuro-შიც. აღსანიშნავია, რომ რობოტაქსის პროტოტიპი უკვე სრულად ფუნქციონირებს და ლას-ვეგასის სატესტო ტრასაზე მოძრაობს.
პარტნიორობის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, Lucid-ის (LCID) აქციების ფასი 35%-ით გაიზარდა, რადგან აღნიშნული პროექტი ინვესტორების მხრიდან, არც თუ ისე ძლიერ პოზიციაში მყოფი EV მწარმოებლებისთვის, გადარჩენის შანსად აღიქმება. რაც შეეხება Uber-ს (UBER) მისი აქციების ღირებულება დიდად არ შეცვლილა, რაც ინვესტორების ფრთხილ მიდგომაზე მიუთითებს.
ანალიტიკოსები სიახლეს Lucid-ისთვის (LCID) გარდამტეხ მომენტად აფასებენ - მას ახალ ბაზარსა და მასშტაბურ წარმოებაზე წვდომა ეძლევა. როგორც თავად Lucid-ის (LCID) დროებითი CEO მარკ ვინტერჰოფი აღნიშნავს, ეს პარტნიორობა კომპანიის ტექნოლოგიურ სიძლიერეს უსვამს ხაზს და მას ავტონომიური ტექნოლოგიების ტრილიონობით დოლარის კაპიტალის მქონე ბაზრის წინა ხაზზე აყენებს.
რობოტაქსების მოვლას Uber-ი (UBER) და მისი პარტნიორები უზრუნველყოფენ. ცნობილი ხდება, რომ სამომავლოდ პროექტს შესაძლოა Lucid-ის (LCID) ახალი, საშუალო ზომის ელექტრომობილებიც დაემატოს.
ამჟამად, Lucid-ი (LCID) წარმოებას აჩქარებს, გეგმავს მიწოდების რეკორდულ ზრდას და უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილების გამოშვებას. Lucid-ში (LCID) იმედოვნებენ, რომ ეს პარტნიორობა კომპანიას მყარად დაუმკვიდრებს კონკურენტუნარიან პოზიციას უპილოტო ელექტრომობილების მომავლის ბაზარზე.
Uber-ის (UBER) და Lucid-ის (LCID) აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა
07.02.2026.13:00
თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.
„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!