მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე  „ფრირაიდის კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიო ტური 16-19 მარტს გაიმართება

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით სვანეთში, კურორტ თეთნულდზე  „ფრირაიდის კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიო ტური 16-19 მარტს იმართება. სვანეთი  საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს მასპინძლობს, სადაც საქართველოსთან ერთად 15 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. „ფრირაიდის კვირეულის“ პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან პოპულარული სამთო სპორტული გამოცემის ჟურნალისტს და მოთხილამურე ინფლუენსერებს მასპინძლობს.  პრეს-ტურის მონაწილეები სვანეთის სამთო კურორტებისა და „ფრირაიდის კვირეულის“ შესახებ სტატიებს, პოსტებსა და ვიდეო რგოლებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას.

„ფრირაიდის კვირეული“ სვანეთში მეორედ ტარდება. შეჯიბრის  მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Freeride World Tour-ის ორგანიზატორია ქართული კომპანია White Rabbit.

რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე და დაიკავე შენი ადგილი Georgian Freeride Series-ს რიგებში.

16-17 მარტი:

https://bit.ly/Freerideregister16

18-19 მარტი:

https://bit.ly/Freerideregister18

შეჯიბრის პარალელურად სვანეთში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image 26 ივლისს, "კიკეთის ფერმაში", ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოადგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს

26.07.2025.10:00

26 ივლისს, კიკეთის ფერმაში, ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები წარმოგიდგენენ ნატურალურ, ჯანსაღ და ხელნაკეთ პროდუქტებს.
 
მონაწილეები:
 
• საგულეთი – ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი;
• მარგალიტი ქოლექშენი – ინოვაციური მიდგომები შვეიცარიული აგრარული სკოლიდან;
• ფონა – სერტიფიცირებული ბიოწარმოება;
• ლაგაზი ბეიქერი – უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებით დამზადებული პურები;
• ტანინი – ნატურალური მეღვინეობა;
• კიკეთის ფერმა – მცირე წარმოების ნატურალური და ხელნაკეთი პროდუქტები. 
 
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ფერმერთათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
 
გელოდებით კიკეთში ბუნებრივი პროდუქტების დასაგემოვნებლად.
 
კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
 
ფერმაში სტუმრობა და დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა:

ზრდასრული - 20 ლარი;
 
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა