მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

სელფის და Business Insider Georgia-ს თანამშრომლობით ახალი პროდუქტი Insider WEEKEND-ი იქმნება

news image

სელფი და Business Insider Georgia-ს თანამშრომლობით ქართული ბიზნეს მედიისათვის სრულიად ახალი პროდუქტი Insider WEEKEND-ი იქმნება.

 

Insider WEEKEND-ის მიზანია მკითხველს მიმდინარე თემებთან ერთად დამატებით მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში WEEKEND-ზე/შაბათ-კვირას განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, აჩვენოს არჩევანი, მისცეს შედარების საშუალება და შესაბამისად, გაუმარტივოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. აღნიშნული კოლაბორაცია მკითხველს აძლევს მაქსიმალურ თავისუფლებას და შესაძლებლობას, მრავალფეროვანი პროდუქტების/შეთავაზებების ფარგლებში აღმოაჩინოს მისთვის სასარგებლო ინფორმაცია.

 

Insider WEEKEND-ის კონცეფცია შემუშავდა წარმატებულ მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით,  პროდუქტის შექმნის პროცეში ყველაზე აქტიურად განიხილებოდა Insider Life და FT Weekend-ის ქეისები.

 

შესაბამისად, Insider WEEKEND-ი გააერთიანებს შემდეგ თემატიკას: შოპინგი, სახლი, გართობა, დასვენება, დეველოპერები, განათლება, ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ჯანმრთელობა და სილამაზე, სპორტი და სხვა. კონცეფცია განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ვებ-გვერდისა და შესაბამისი, სოციალური ქსელების ახალგაზრდა მომხმარებლების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

 

ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) 2023 წლის აპრილში წარადგინა. სელფი სრულიად ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას.

 

 სელფის მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას,  პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ, ახლა უკვე 1,4 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი,  სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ,  შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად  გამოხატოს საკუთარი თავი.

 

 

"Business Insider Georgia რამოდენიმე თვის მანძილზე ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამუშავებდა Insider WEEKEND-ის კონცეფციას და შესაბამისად, მის წარმატებულ ამოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენთვის არ იყო სულ ერთი თუ რომელ კომპანიასთან თანამშრომლობით განვახორციელებდით აღნიშნულ პროექტს. მინდა აღვნიშნო, რომ ვამაყობთ, რადგან პროექტი "სელფი მობაილთან" ერთად განხორციელდება. ჩვენი კონსულტაციების საწყის ეტაპზევე კონცეფციასთან დაკავშირებით მოსაზრებები სრულ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან. ჩვენ სწორედ "სელფი მობაილთან" ერთად წარმოგვიდგენია პროექტის შემდგომი განვითარება" - განაცხადა ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

WEEKEND
image სიახლე თიბისის მობაილბანკში - გაიაქტიურე სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

22.03.2025.00:00

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.  

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.  

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.  

 

სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:  

 

დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.

 

ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან. 


 
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

 

სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?

 

ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი  მხოლოდ $20-ია.

 

ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.

 

თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.

 

შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.

 

სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.

 

ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.

 

გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა