მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

საშობაო სეზონზე Gap Inc (GAP)-ის პერსპექტივა ოპტიმისტურად ფასდება

news image

გიზიარებთ ბლოგს:  Gap Inc (GAP)-მა მესამე კვარტალში, რომელიც მან 2024 წლის 2 ნოემბერს დაასრულა, 355 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საოპერაციო შემოსავალი გამოაცხადა, ხოლო ოპერაციულმა მარჟამ 9.3% შეადგინა. ეს რიცხვი შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მარჟის მაჩვენებელს წარმოადგენს და გასულ წელთან შედარებით 2.7%-იან გაუმჯობესებასაც აჩვენებს.


Gap Inc (GAP)-ის საოპერაციო ხარჯები მესამე კვარტალში, $1,28 მილიარდამდე, ოდნავ შემცირდა (გასული წლის იმავე კვარტალში ხარჯები $1,30 მილიარდს შეადგენდა). რაც შეეხება კომპანიის წმინდა შემოსავალს, ის $274 მილიონამდე გაიზარდა, წინა წელს კი მხოლოდ $218 მილიონი იყო. ზრდა დაფიქსირდა მოგებაშიც თითო აქციაზე (EPS), რომელმაც 24,1%-ით იმატა და 0,72 აშშ დოლარს მიაღწია (შარშანდელ 0,58 დოლართან შედარებით). გარდა ამისა, Gap Inc (GAP)-ის გროს მარჟა 42.7%-მდე გაუმჯობესდა, რაც წინა წელთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა.


Gap Inc (GAP)-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ დიქსონმა აღნიშნა, რომ Gap Inc (GAP)-ის მიერ განვლილი კიდევ ერთი წარმატებული კვარტალური შედეგით ამაყობს. ,,ჩვენ მოვიპოვეთ ბაზრის წილი ყველა ჩვენს ბრენდში და მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ოპერაციული მარჟა”,-განაცხადა დიქსონმა.


აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა ისიც, რომ სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული განხორციელებითა და Gap Inc (GAP)-ის ბრენდების განვითარებაზე ფოკუსირებით, კომპანია მეოთხე კვარტლისთვის კიდევ უფრო მოიკრებს ძალას.


აღსანიშნავია, რომ საშობაო სეზონის დაწყებასთან ერთად, ანალიტიკოსების დაკვირვებით, ინვესტორები საცალო ვაჭრობის სექტორს განსაკუთრებული ოპტიმიზმით უყურებენ.


Gap Inc (GAP)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა

07.02.2026.13:00

თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.

„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.

Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა