საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა განახლდა — გაიგე, რომელ სტატუსს როგორ მიიღებ
გიზიარებთ ბლოგს: სულ ახლახან მობილბანკში მედლების სივრცე გამოჩნდა, სადაც ყოველდღიური აქტივობების დაჯილდოებასთან ერთად ლოიალურობის განახლებულ სტატუსებსაც იხილავ.
ყველაფერს, რაც ამ სიახლეზე უნდა იცოდე, ქვემოთ მოგიყვებით:
ლოიალურობის განახლებული პროგრამის ფარგლებში სტატუსები ასე გამოიყურება: Starter, Bronze, Silver და Gold. საწყისი, Starter სტატუსი ძველებურადვე ავტომატურად ენიჭება ყველა ახალ მომხმარებელს. აი, სტატუსის გაუმჯობესება კი უკვე ვარსკვლავებით იქნება შესაძლებელი.
ვარსკვლავების მოპოვება ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას შეგიძლია; თითოეულს მინიჭებული აქვს შესაბამისი ვარსკვლავი, რომელიც პროდუქტის გააქტიურებიდან მეორე დღეს აისახება შენს ანგარიშზე და სტატუსიც მომენტალურად მოგენიჭება.
მაგალითისთვის, თუკი საქართველოს ბანკში სახელფასო ანგარიში გაქვს, 1 ვარსკვლავიც შენია. 1 ვარსკვლავს დაიმსახურებ ასევე M საბანკო ნაკრებით სარგებლობისას, ხოლო L ნაკრების არჩევისას — 2 ვარსკვლავს. მოკლედ, ვარსკვლავების მოგროვების იმდენი გზა არსებობს, რამდენიც გაგიხარდება.
გაითვალისწინე, რომ სტატუსი გაქვს მანამდე, სანამ შესაბამისი საბანკო პროდუქტები აქტიურია. მაგალითად, თუ ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით 1 ვარსკვლავი მოიპოვე და სამომხმარებლო სესხის აღებითაც — 1 ვარსკვლავი, მაშინვე გაგიაქტიურდება Bronze სტატუსი. თუმცა, თუ სესხი დაფარე, მისი კუთვნილი 1 ვარსკვლავი (და სტატუსიც) შეგინარჩუნდება მომდევნო თვის ბოლომდე. ასე რომ, თვეზე მეტი დრო გექნება სტატუსის სხვა გზით შესანარჩუნებლად.
Starter (0-1 ვარსკვლავი)
Bronze (2 ვარსკვლავი)
Silver (3 ვარსკვლავი)
Gold (4 ვარსკვლავი)
თუკი შენი აქტიური საბანკო პროდუქტებით განახლებულ პროგრამაში ძველებურის შესაბამის ან გაუმჯობესებულ სტატუსს იღებ, ავტომატურად მოგენიჭება შესაბამისი ვარსკვლავები და სტატუსი.
ხოლო თუკი აქტიური საბანკო პროდუქტები არ გყოფნის განახლებულ პროგრამაში სტატუსის შესანარჩუნებლად, მოქმედი სტატუსით მაინც ისარგებლებ ნოემბრის თვის ბოლომდე და საკმაო დრო გექნება მის გასაუმჯობესებლად.
ასე რომ, გადახედე საქართველოს ბანკის საბანკო პროდუქტებს, აირჩიე შენთვის სასურველი, მიიღე ვარსკვლავები და გაიუმჯობესე სტატუსი. ლოიალურობის პროგრამაზე სიახლეებს კი ჩვენს ბლოგზეც შეგიძლია თვალი მიადევნო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.03.2025.00:00
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.
შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.
შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.
კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი.
დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო.
დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი.
სმარტ პორტფელი უზრუნველყოფს:
დივერსიფიკაციას - თანხა ნაწილდება სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივებში (გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებში და ობლიგაციებში), რაც ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს პორტფელის სტაბილურობას.
ზრდას - პორტფელი მზარდი აქტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ და რომლებიც ზრდის დინამიკით გამოირჩევიან.
რებალანსირებას - სისტემა ავტომატურად აბალანსებს პორტფელს - ზრდის ან ამცირებს პოზიციებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე პარამეტრები და სტრატეგია მუდმივად იყოს შენარჩუნებული. სისტემა პორტფელის რებალანსირებას და შედეგების მონიტორინგს ყოველდღიურად უზრუნველყოფს.
სიმარტივეს - შენ არ გჭირდება ფინანსური ბაზრის შესწავლა და კომპანიების ფინანსური შედეგების მონიტორინგი. სმარტ პორტფელი თავად არჩევს საინვესტიციო აქტივების სიას და ამით მარტივად პასუხობს შენს მთავარ შეკითხვას - რა უნდა ვიყიდო?
ხელმისაწვდომობას - პორტფელი დაბალდანახარჯიანი აქტივებისაგან შედგება და მომსახურების წლიური საკომისიო პორტფელის 0.8%-ს შეადგენს. პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა კი მხოლოდ $20-ია.
ანგარიშზე თანხის ასახვას საშუალოდ 2 სამუშაო დღე სჭირდება. თანხის ასახვის შემდეგ, სისტემა მის ინვესტირებას და მართვას ავტომატურად უზრუნველყოფს.
თანხის გატანისთვის სმარტ პორტფელის პანელიდან სასურველი თანხის მოცულობა უნდა აირჩიო და შესაბამისი ბრძანება მონიშნო. მას შემდეგ, რაც სისტემა პოზიციების დახურვას უზრუნველყოფს, თანხა საბანკო ანგარიშზე დაგერიცხება და საშუალოდ 3 სამუშაო დღეში ანგარიშზე აგესახება.
შერჩეული პორტფელის სტრუქტურა წინასწარაა განსაზღვრული და მისი შეცვლა არ შეგიძლია. თუმცა, თავად პორტფელის სხვა პორტფელით ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეგიძლია. არსებული აქტივების გაყიდვას და ახლის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება.
სმარტ პორტფელების არაერთი უპირატესობის მიუხედავად, გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების ღირებულება შემცირდეს. შესაბამისად, საბაზრო რყევების სრულად დაზღვევას სმარტ პორტფელი ვერ უზრუნველყოფს.
ასევე, საინვესტიციო სტრატეგია ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და შესაძლოა, პორტფელის რეალური ამონაგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს, ან სასურველი შედეგის მიღებას, მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.
გაიგე რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად.