საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს დღეიდან უმასპინძლებს
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.
ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.
„ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.
„ბაკურიან 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო (სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი (ბიატლონი).
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.
სხვა სიახლეები
15.06.2025.23:00
უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.